დადგა ტრენინგის ბოლო-მეცხრე დღე. მეცადინეობა ათის ნაცვლად ცხრაზე დავიწყეთ,რადგან გუშინ დენის გათიშვის გამო დაგვრჩა ზოგიერთი დეტალი შესასწორებელი და ვშიშობდით რომ, დროში ვერ ჩავეტეოდით. შევაჯამეთ ცხრადღიანი მუშაობის შედეგები.თითოეულმა მათგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.ყველა კმაყოფილი ჩანდა,რადგან მართლა ძალიან გამოგვადგება სწავლების პროცესში ის რაც ამ ტრენინგზე ვისწავლეთ.მადლობა მაიას, ამდენი შრომის და ჩვენი გაძლებისთვის.
воскресенье, 2 ноября 2014 г.
მერვე დღის რეფლექსია
დღეს ფასილიტაციის კითხვარის შედგენა ვისწავლეთ.ნაყოფიერი დღე იყო თუ არ ჩავთვლით იმას რომ, მეცადინეობის მეორე ნახევარში დენი გაითიშა,დენის მოსვლის მოლოდინში ინტერნეტის გარეშე გავაგრძელეთ ზეპირად მუშაობა.ლელამ თავისი პროექტის ზეპირი პრეზენტაცია გააკეთა,რამაც ჩვენი გახალისება გამოიწვია,რადგან ჩვენი კომენტარები მის პროექტთან დაკავშირებით კარგ იუმორისტულ გადაცემას დაამშვენებდა.მაიას თან ვაბრაზებთ,თან ვაცინებთ.
Подписаться на:
Сообщения (Atom)