воскресенье, 26 октября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

      როგორც იქნა ვისწავლე ბლოგის აწყობა და სტრუქტურასთან დაკავშირებული წვრილმანი დეტალები,რაც ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის.დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ.

суббота, 25 октября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

           ტრენინგის მიმდინარეობის  6 დღის განმავლობაში ეს იყო პირველი  დღე როცა მინდოდა სწრაფად დამთავრებულიყო,რადგან ინტერნეტმა გვაწვალა ისე რომ გაგვაგიჟა
ყველა.ამის გამო სურვილიც აღარ მაქვს დავწერო ის რაც დღეს ვისწავლეთ.

მოსწავლის პრეზენტაცია


воскресенье, 19 октября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან დავიღალეთ. ნაყოფიერი დღე იყო პირადად ჩემთვის.გავაკეთეთ სასწავლო პროექტის და მოსწავლის პროექტის პრეზენტაციები pover pointis პროგრამაში.ეს პროგრამა ადრე ვისწავლე მაგრამ დავიწყებული მქონდა.დღეს გავიხსენე და ძალიან გამიხარდა.მუშაობის პროცესში ბევრი ვაწვალეთ მაია,თუმცა ჩვენც არანაკლებ გვაწვალა ინტერნეტმა. სიჩქარე იყო წარმოუდგენლად დაბალი და ტრენინგის დასრულებას 10 წუთი აკლდა როცა საერთოდ გაითიშა.რეფლექსიის აკრეფა ვეღარ მოვასწარით,ამიტომ ამ სტრიქონებს სახლიდან ვაქვეყნებ.

პროექტის პრეზენტაცია

суббота, 11 октября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

              დღევანდელი დღე ძალიან დატვირთულია,ბევრი ვიმუშავეთ,არ გამჭირვებია,რადგან კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება მაქვს.გავეცანით ერთმანეთის პროექტის გეგმებს და შევაფასეთ.მაიამ მოგვცა უამრავი დავალება,ამიტომ დღეს დასვენება არ მიწერია.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა გავლენას ახდენს აწმყოსა და მომავალზე ისტორიის ცოდნა?
თემატური კითხვები
რაზე მიანიშნებს ერთ პატარა სოფელში მდებარე რამოდენიმე ეკლესია და თავდაცვითი ნაგებობა?
შინაარსობრივი კითხვები
  • რომელ საუკუნეებშია აგებული სოფელ ქსოვრისში არსებული ისტორიული ნაგებობები?.
  • ვის სახელს უკავშირდება მათი აგება და რა ისტორია აქვს თითოეულ მათგანს?.
  • რა თქმულებებია ამასთან დაკავშირებით სოფელში გავრცელებული?

суббота, 4 октября 2014 г.

                                       პირველი დღის რეფლექსია

                  დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ,ვისწავლე საქაღალდის შექმნა,ბლოგის გაკეთება,რომელიც ადრე მქონდა ნასწავლი,მაგრამ არ მახსოვდა და ფაქტიურად თავიდან ვისწავლე.ტრენერი გვესაუბრა სასწავლო პროექტების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში.საუბრის შემდეგ სურვილი გამიჩნდა მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში,რომელიც შეეხება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლების პროცესში.ცოტა დავიღალე რადგან შეუძლოდ ვგრძნობ თავს,მაგრამ გაცდენა არ მინდოდა ავადმყოფობის გამო.კმაყოფილი ვარ პირველი დღით.