воскресенье, 2 ноября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

          დადგა ტრენინგის ბოლო-მეცხრე დღე. მეცადინეობა ათის ნაცვლად ცხრაზე დავიწყეთ,რადგან გუშინ დენის გათიშვის გამო დაგვრჩა ზოგიერთი დეტალი შესასწორებელი და ვშიშობდით რომ,  დროში ვერ ჩავეტეოდით. შევაჯამეთ ცხრადღიანი მუშაობის შედეგები.თითოეულმა მათგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.ყველა კმაყოფილი ჩანდა,რადგან მართლა ძალიან გამოგვადგება სწავლების პროცესში ის რაც ამ ტრენინგზე ვისწავლეთ.მადლობა მაიას, ამდენი შრომის და ჩვენი გაძლებისთვის.

მერვე დღის რეფლექსია

           დღეს ფასილიტაციის კითხვარის შედგენა ვისწავლეთ.ნაყოფიერი დღე იყო თუ არ ჩავთვლით იმას რომ, მეცადინეობის მეორე ნახევარში დენი გაითიშა,დენის მოსვლის მოლოდინში ინტერნეტის გარეშე გავაგრძელეთ ზეპირად მუშაობა.ლელამ თავისი პროექტის ზეპირი პრეზენტაცია გააკეთა,რამაც ჩვენი გახალისება გამოიწვია,რადგან ჩვენი კომენტარები მის პროექტთან დაკავშირებით კარგ იუმორისტულ გადაცემას დაამშვენებდა.მაიას თან ვაბრაზებთ,თან ვაცინებთ.

воскресенье, 26 октября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

      როგორც იქნა ვისწავლე ბლოგის აწყობა და სტრუქტურასთან დაკავშირებული წვრილმანი დეტალები,რაც ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის.დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ.

суббота, 25 октября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

           ტრენინგის მიმდინარეობის  6 დღის განმავლობაში ეს იყო პირველი  დღე როცა მინდოდა სწრაფად დამთავრებულიყო,რადგან ინტერნეტმა გვაწვალა ისე რომ გაგვაგიჟა
ყველა.ამის გამო სურვილიც აღარ მაქვს დავწერო ის რაც დღეს ვისწავლეთ.

მოსწავლის პრეზენტაცია


воскресенье, 19 октября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან დავიღალეთ. ნაყოფიერი დღე იყო პირადად ჩემთვის.გავაკეთეთ სასწავლო პროექტის და მოსწავლის პროექტის პრეზენტაციები pover pointis პროგრამაში.ეს პროგრამა ადრე ვისწავლე მაგრამ დავიწყებული მქონდა.დღეს გავიხსენე და ძალიან გამიხარდა.მუშაობის პროცესში ბევრი ვაწვალეთ მაია,თუმცა ჩვენც არანაკლებ გვაწვალა ინტერნეტმა. სიჩქარე იყო წარმოუდგენლად დაბალი და ტრენინგის დასრულებას 10 წუთი აკლდა როცა საერთოდ გაითიშა.რეფლექსიის აკრეფა ვეღარ მოვასწარით,ამიტომ ამ სტრიქონებს სახლიდან ვაქვეყნებ.

პროექტის პრეზენტაცია